ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი შტუტგარტში ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონი იწყება. სულ მალე შტუტგარტის ღია პირველობა აიღებს სტარტს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში იტალიელ ლორენცო მუსეტის შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზი კირგიოსსა და ლეჰეჩკას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შტუტგარტის ღია პირველობაზე ბასილაშვილი კვლავ მე-5 ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დასტინ ბრაუნს აჯობა, ხოლო შემდეგ ეტაპზე მარინ ჩილიჩთან დამარცხდა. საბოლოოდ ხორვატი ჩოგბურთელი ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 1618 ქულით 25-ე ადგილზე იმყოფება. შტუტგარტში კი 45 ქულა აქვს დასაცავი. ასევე გეტყვით, უკანასკნელად ქართველმა ჩოგბურთელმა „როლან გაროსზე“ ითამაშა, სადაც მეორე წრეში მაკენზი მაკდონალდთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ჩემი გრძნობების აღწერა შეუძლებელია" - ნადალი როლან გაროსის მოგების შემდეგ