რაფაელ ნადალი
Aa
Aa

"ფინალში არა, მაგრამ ზოგადად წარმატებას ვუსურვებ" - ნადალი კასპერ რუდზე

საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და კასპერ რუდი დაუპირისპირდებიან. „მატადორი“ „როლან გაროსის“ ფინალში მეთოთხემეტედ გავიდა, ხოლო რუდი პირველად.

შეხვედრის წინ, რაფაელ ნადალმა კომენტარი გააკეთა:

„ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და მადლობა ღმერთს ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს. საფრანგეთში ახლა ძალიან ცხელა და ეს ხელს მიშლის. სიცხე დამატებით დისკომფორტს მიქმნის და იმედი მაქვს ფინალის დროს შედარებით ნიავი იქნება. ზვერევთან საკმაოდ გამიჭირდა. მქონდა აღმავლობის და დაცემის მომენტები..

კასპერ რუდი ძალიან ჭკვიანი და კარგი მოთამაშეა. მასთან ადვილ თამაშს არ ველოდები. „როლან გაროსის“ ფინალში ადვილი მეტოქე არ არსებობს. გამარჯვებისთვის მთელი ძალის გამოყენება დამჭირდება. კასპერს ვაკვირდები და მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ფინალში არა, მაგრამ ზოგადად წარმატებას ვუსურვებ.“

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობას მეთოთხმეტედ დაესაკუთრება, ხოლო ჯამში 22 დიდი სლემის ტურნირს დააგროვებს. ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს და როჯერ ფედერერს დღემდე 20 დიდი სლემი აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები