გაუფი დამარცხებულია - შვიონტეკმა როლან გაროსი მეორედ მოიგო
Aa
Aa

გაუფი დამარცხებულია - შვიონტეკმა როლან გაროსი მეორედ მოიგო

დასრულდა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალი ქალებს შორის, სადაც ერთმანეთს რეიტინგის პირველი ნომერი იგა შვიონტეკი და 18 წლის კოკო გაუფი დაპირისპირდნენ. გამოცდილმა პოლონელმა ერთ საათსა და 8 წუთში დამაჯერებლად 6:1 6:3 გაიმარჯვა.

მთელი მატჩს განმავლობაში იგა დომინირებდა. პირველ სეტში პოლონელმა 3 ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. სიტუაცია დიდად არც მეორე სეტში შეიცვალა, თუმცა გაუფმა ოდნავ გაიბრძოლა.

ამერიკელმა სეტი ბრეიკით დაიწყო და წინ გავიდა, მაგრამ მისი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმ დროს, როდესაც ანგარიში კოკოს სასარგებლოდ 2:1 იყო, შვიონტეკმა ბრეიკი შეასრულა და მატჩში დაბრუნდა. ამის შემდეგ პოლონელმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ იგა შვიონტეკმა კარიერაში მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ჩოგბურთელმა პირველად სწორედ „როლან გაროსის“ მოგება შეძლო(2020 წელს). ასევე გეტყვით, შვიონტეკს ორშაბათიდან WTA-ს რეიტინგში 8631 ქულა ექნება და მეორე ადგილზე მყოფ კონტავეიტს 4306 ქულით გაასწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო - ნადალი როლან გაროსის ფინალში გავიდა
ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო - ნადალი როლან გაროსის ფინალში გავიდა