ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

ყველაფერი შეთანხმებულია - რეალი რუდიგერს მალე წარადგენს

ანტონიო რუდიგერი „რეალის“ ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში გახდება. იტალიელი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდული გრანდი გერმანელ უკანახაზელს ოფიციალურად ძალიან მალე წარადგენს.

რუდიგერმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ეს რამდენიმე კვირის წინ, ლონდონში გააკეთა. ანტონიომ „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტიც გააფორმა და იგი „ბლანკოსს“ საკუთარ მომავალს 2026 წლის ივნისამდე დაუკავშირებს, ხელშეკრულების ფინანსური დეტალების შესახებ კი ბევრი არაფერია ცნობილი.

საინტერესოა, რომ რამდენიმე გერმანული წყაროს ინფორმაციით, რუდიგერის ყოველწლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება. „რეალის“ გარდა, მისით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც მიუნხენის „ბაიერნი“ და კატალონიის „ბარსელონა“ არიან, თუმცა აღნიშნულმა კლუბებმა ანტონიოს პირობები ვერ დააკმაყოფილეს და ფეხბურთელმა საბოლოო არჩევანი „ბლანკოსზე“ შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გერმანელი ლონდონურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, რუდიგერმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 199-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთვის მთავარი ვარსკვლავია
„საქართველოსთვის მთავარი ვარსკვლავია" - რუსულ პრესაში კვარაცხელიაზე დაწერეს