გარი კასპაროვი
Aa
Aa

რუსეთმა გარი კასპაროვი უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა

ჭადრაკის მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გარი კასპაროვი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს. გროსმაისტერი აგენტების სიაში რუსეთის იუსტიციის სამინისტრო შეიყვანა. მიზეზად კი პოლიტიკური აქტივობა სახელდება.

კასპაროვმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1985 წელს მოიპოვა. 2005 წელს კი მან სპორტული კარიერა დაასრულა და პოლიტიკით დაინტერესდა. 2013 წლიდან კი მოჭადრაკემ რუსეთის ფედერაცია დატოვა და დღეს აშშ-ში ცხოვრობს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარიმ კომენტარი გააკეთა და მან პუტინს დიქტატორი უწოდა.

„შეწყვიტეთ მისთვის პრეზიდენტის წოდება, იგი დიქტატორია. პუტინის ომი უკვე შემდეგ ფაზაში გადავიდა და ის მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. მისთვის ეს ასევე მსოფლიო ომია ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, რომელსაც აქვს საერთაშორისო უფლებები, დემოკრატია - ყველაფერი რაც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის. პუტინმა რუსეთი პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია. მისი ძალაუფლება იზრდება და მსოფლიოს მისი შეჩერება სულ უფრო უჭირს. უკრაინელები ამის ფასს სისხლით იხდიან.თუ, ჩვენ ახლა არ შევაჩერებთ პუტინს, თუ მას არ შევაჩერებთ უკრაინელი ხალხის განადგურებაში და გენოციდის მოწყობაში, ამის შემდეგ დადგება ნატოს და მისი ქვეყნების ჯერი, უპრეცედენტო ბირთვული საფრთხის გამო. არ მივცეთ მას საშუალება, რომ საამისოდ ახალი დრო და ადგილი შეარჩიოს.ხორბალი და გაზი, ცარიელი სახლები და გამოუყენებელი დერეფნები. მარტივი საქმე დასრულდა. ან იტყვით, რომ ირაციონალური ვარ და სიძულვილით დაბრმავებული, როგორც 2015 წელს გავიგე. იმედი მაქვს არა. პუტინი უნდა შეჩერდეს, რადგან ახლა წარმოუდგენელი შესაძლებელი გახდა. მსოფლიომ გაიღვიძა და ბევრი ნაბიჯი, რომელსაც მე გირჩევდით, გასულ კვირას გადაიდგა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.“- განაცხადა კასპაროვმა

შეგახსენებთ,რომ კარიერის განმავლობაში კასპაროვს ასევე 11 საჭადრაკო ოსკარი აქვს აღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქე ცნობილია - ვინ ჩაანაცვლა რუსეთი?
ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქე ცნობილია - ვინ ჩაანაცვლა რუსეთი?