ორი საპატიო დერეფანი სანტიაგო ბერნაბეუზე - ბეტისისა და რეალის გადაწყვეტილება
Aa
Aa

ორი საპატიო დერეფანი სანტიაგო ბერნაბეუზე - ბეტისისა და რეალის გადაწყვეტილება

დღეს, ლა ლიგის ბოლო ტურის 2 შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით, 23:00-ზე მადრიდის „რეალი“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება და სევილიურ კლუბს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლებს.

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Cope ამ თამაშთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რეალისა“ და „ბეტისის“ მატჩში ორ საპატიო დერეფანს ვიხილავთ. „სამეფო კლუბი“ პირველი იქნება და მეტოქის მიმართ პატივისცემას გამოხატავს, მოგვიანებით კი იმავეს „ვერდიბლანკო“ გააკეთებს.

როგორც მოგეხსენებათ, „რეალი“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ჩემპიონია, „ბეტისმა“ კი კოპა დელ რეიზე იმარჯვა და ფინალში „ვალენსია“ დაამარცხა. Cope-ს ინფორმაციით, გუნდების ეს ჟესტი პატივისცემის, ღირსებისა და ერთმანეთის მიღწევის აღიარების გამოხატულებაა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბს“ 85 ქულა აქვს და ეს მატჩი მისთვის ფორმალობა გახლავთ. „ბეტისს“ რაც შეეხება, სევილიელები მე-5 პოზიციას იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადონას შვილი: „ხვიჩამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“
მარადონას შვილი: „ხვიჩამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“