რუსეთი, რამზან კადიროვი
Aa
Aa

რამზან კადიროვი: რუს სპორტსმენებს ბოდიშს მალე მოუხდიან!

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა New Horizons-ის საგანმანათლებლო მარათონზე მის გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმ პირებს, რომლებმაც რუს სპორტსმენებს სანქციები დაუწესეს, მალე ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

რას ამბობს კადიროვი:

როდესაც ჩემს წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, თავი გამარჯვებულად მივიჩნიე. რუსი სპორტსმენებიც გამარჯვებულები არიან. ვულოცავ მათ გამარჯვებას. მათი ეშინიათ და ამიტომ არ უშვებენ.

ვფიქრობ, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან მეგობრობენ. მათ შეგიძლიათ კონკურენცია გაუწიოთ. ვიცხოვროთ იქამდე, სანამ მთელ მსოფლიოს არ დავუმტკიცებთ, რომ მართლები ვართ და ჩვენი გადატეხვა და დაჩოქება შეუძლებელია. ეს დრო მალე მოვა. მათ უნდა აღიარონ ეს და ბოდიში უნდა მოიხადონ. უნდა გააუქმონ ყველა სანქცია, როგორც სპორტსმენების, ისე ზოგადად ქვეყნის მიმართ. ეს აუცილებლად მოხდება!

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, საერთაშორისო სპორტულმა გაერთიანებებმა რუსი სპორტსმენები, გუნდები და ნაკრებები თითქმის ყველა სპორტული შეჯიბრებიდან მოკვეთეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს
რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს