ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჟოაუ სოუზა
Aa
Aa

მარცხი სოუზასთან - ბასილაშვილი ჟენევას ტურნირს გამოეთიშა

ჟენევის საერთაშორისო 250-ქულიანი კატეგორიის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟოაუ სოუზას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 4:6 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა კარგად დაიწყო. ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. პორტუგალიელმა მეტოქის ორი ჩაწოდება მოიგერია და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

სოუზას არც მეორე სეტში გაუჭირდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში პორტუგალიელის სასარგებლოდ 3:2 იყო, ნიკოლოზი დააბრეიკა და წინ გავიდა. საბოლოოდ ჟოაუმ მატჩი მარტივად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს კარიერაში მეორედ შეხვდნენ და სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში სოუზამ მოიგო. ასევე გეტყვით, ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP რეიტინგში 1628 ქულით 24-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები