ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

კიელინი MLS-ში? - 37 წლის იტალიელს სამი ამერიკული კლუბი იწვევს

ჯორჯო კიელინი ტურინის ''იუვენტუსის'' ქომაგებს დაემშვიდობა. 37 წლის იტალიელ ფეხბურთელს ახალი გამოცდილების მიღება და კარიერის გაგრძელება განსხვავებულ გარემოში სურს. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების შანსი MLS-ში აქვს. კონკრეტული გუნდები სახელდება, ესენი არიან ''ლოს ანჯელესი'', ''ლა გალაქსი'' და ''ტორონტო''.

აშშ-ში დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელების გადაბირება მიღებული პრაქტიკაა, ასეთ დროს ფეხბურთისადმი ინტერესი და შოუს ელემენტები იზრდება, როცა მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები კარიერას MLS-ში აგრძელებენ.

მოგეხსენებათ, ''ბიანკონერიში“ გატარებული 17-წლიანი ზღაპრული პერიოდის შემდეგ ''იუვენტუსისა“ და ''ლაციოს“ შეხვედრის მიმდინარეობისას, 37 წლის ლეგენდარული მცველი მასიმილიანო ალეგრიმ სიმბოლურად მე-17 წუთზე შეცვალა, რითაც გულშემატკივარს შესაძლებლობა მისცა, რომ კიელინი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით გაეცილებინათ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ 2005 წელს შეუერთდა და „ბიანკონერის“ შემადგენლობაში დღეის მონაცემებით 559 შეხვედრა ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კიელინი კლუბთან ერთად 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-5-ჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-17 წუთზე დასრულებული 17-წლიანი ისტორია - კიელინი გულშემატკივარს დაემშვიდობა
მე-17 წუთზე დასრულებული 17-წლიანი ისტორია - კიელინი გულშემატკივარს დაემშვიდობა