Crystalbet ეროვნული ლიგა, დინამო ბათუმი, თბილისის დინამო
Aa
Aa

ფულადი ჯარიმა და 2 მატჩი უმაყურებლოდ - სფფ-მ თბილისის დინამო დასაჯა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, 3 მაისს თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების გამო სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა თბილისურ კლუბს სხვადასხვა სახის სასჯელი დააკისრა.

Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„2022 წლის 3 მაისს, თბილისში, დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის შემდგომ მომხდარი ინციდენტების შესახებ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა იმსჯელა და მასპინძელ კლუბს ფულად ჯარიმასთან ერთად, 2 მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება დააკისრა.

თბილისურმა კლუბმა, გადაწყვეტილების გასაჩივრების მოტივით მიმართა საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს და მოითხოვა საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების დროებით შეჩერება. სპორტულმა ტრიბუნალმა კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დინამო თბილისის საშინაო მატჩები მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივართა დიდი ჯგუფი შეიჭრა და მათი გაყვანა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედომ წარუმატებელი სერია შეწყვიტა - ქუთათურებმა ლოკო დაამარცხეს
ტორპედომ წარუმატებელი სერია შეწყვიტა - ქუთათურებმა ლოკო დაამარცხეს