ლივერპული, რეალი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

"შურისძიების დროა" - სალაჰი რეალთან ფინალზე

მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და მადრიდის „რეალზე“ საუბრობს. ეგვიპტელს შურისძიება სურს.

– ოთხივე ტიტულის მოგება შესაძლებელია?

„მგონი კი. ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ და მანჩესტერ სიტის ქულების დაკარგვის იმედი უნდა გვქონდეს. მათ ჰყავთ შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი მწვრთნელი, დარწმუნებული ვარ, რომ მათ სურთ გააგრძელონ გამარჯვება. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: ნებისმიერი თასის მოგება შეგვიძლია.

ძალიან აღელვებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით, როგორც მთელი გუნდი, დარწმუნებული ვარ. ეჭვი არ მეპარება, რომ მატჩი რთული იქნება, მადრიდელებმა ბევრი ძლიერი გუნდი დაამარცხეს. ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“.

- გინდა შურისძიება?

„დიახ. დიახ, რადგან 2018 წელს დავმარცხდით, ეს იყო სევდიანი დღე. შურისძიების დროა“.

- განაცხადა სალაჰმა, საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის მიხედვით ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ნათელია, რომ კვლავ სასტარტოში იქნება'' - Eldesmarque მამარდაზე
''ნათელია, რომ კვლავ სასტარტოში იქნება'' - Eldesmarque მამარდაზე