ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი: სეზონის წინ 40 გოლი და 15 საგოლე პასი დავგეგმე, ეს მეხმარება

მო სალაჰმა „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის დაწყებამდე მას გეგმა ჰქონდა - 40 გოლი და 15 საგოლე პასი.

გუშინ, „ლივერპულმა“ „ვილიარეალს“ 3:2 მოუგო და სალაჰმა საგოლე გადაცემა შეასრულა და სეზონში „ასისტების“ რაოდენობა 15-მდე გაზარდა.

„სეზონის სტარტზე ყოველთვის ვისახავ მიზნებს. მე ვიცი, რისი მიღწევა მინდა როგორც პირადად, ასევე გუნდურად. ეს გვეხმარება იმის შეფასებაში, თუ როგორ მიდის სეზონი“.

- უკვე 30 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გაქვს. ეს იმაზე მაღლა თუ დაბალია, რასაც ელოდით?

„ოჰ, დაბალი (იცინის). დიახ. დიდი მოლოდინი მაქვს საკუთარი თავისგან. მართალი გითხრათ, სეზონის სტარტზე არავისთვის მითქვამს, მაგრამ ვაპირებდი 40 გოლის გატანას და 15 საგოლე გადაცემის გაკეთებას.

ახლა მიზნებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული! ტრენტი გაბრაზდება, თუ პრემიერ ლიგაში მეტი საგოლე პასი მექნება, მაგრამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ“,

- განაცხადა სალაჰმა.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. პრემიერ ლიგაში სალაჰს ტრენტზე ერთი საგოლე გადაცემით მეტი აქვს - 13-12-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ ქომაგებს მიმართა და შემდეგ თავისი ნათქვამი უარყო
რონალდუმ ქომაგებს მიმართა და შემდეგ თავისი ნათქვამი უარყო