სერია ა, ნიკოლა სანსონე, ბოლონია
Aa
Aa

"შესაძლოა მილანმა არენდით ამიყვანოს" - სანსონე გატანილი გოლის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ინტერმა“ გამოტოვებული შეხვედრა სტუმრად „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ამ გამარჯვებით, ყველაზე დიდი სარგებელი „მილანმა“ ნახა. 34 ტურის შემდეგ, 74 ქულით სერია ა-ს სწორედ „როსონერი“ ლიდერობს. „ნერაძური“ კი 72 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა.

მატჩის 81-ე წუთზე მეკარის უხეში შეცდომა ნიკოლა სანსონემ გამოიყენა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ კი სანსონემ „მილანის“ ხელმძღვანელობას მიმართა.

„ვიმედოვნებ,რომ მალდინიმ ან მილანის მაღალჩინოსნებმა ეს ყველაფერი ნახეს. შესაძლოა, მადლობა გადამიხადონ და გუნდში არენდით ამიყვანონ. რის შემდეგაც მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მივიღებ.“- განაცხადა სანსონემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"სახელის წარმოთქმა მიჭირს, მაგრამ ნაპოლისთვის კარგი ტრანსფერია" - გულშემატკივრები ხვიჩაზე