ლივერპული, ვილიარეალი, იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ

„ვილიარეალის“ დამარცხების (2:0) შემდეგ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა და თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა.

„ცხადი იყო, რომ შეტევა უნდა გაგვეგრძელებინა. როდესაც არის მომენტი, როცა ვილიარეალს ზეწოლისგან თავის დაღწევა შეუძლია, შენ მაშინვე საფრთხე გემუქრება. უმეტესწილად ჩვენ ამას კარგად გავუმკლავდით და ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ.

ფხიზლად უნდა ვიყოთ და მეორე მატჩი პირველის მსგავსად უნდა ჩავატაროთ. 2:0-ს ვიგებთ და ეს კარგია.

პირველ ტაიმში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. იგივე სტილი და პოზიტიური აზროვნება უნდა შევინარჩუნოთ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. სტუმრად ვნახავთ გავალთ, თუ არა ფინალში.

მანეს პოზიცია? ის ძალიან კარგად მუშაობს. მომწონს, რომ ტენტრში თამაშობს, მაგრამ მას მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. მე ასევე მიყვარს ცენტრში მოთამაშე ჟოტა, ასევე ფირმინო“.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის განმეორებითი დაპირისპირება 3 მაისს გაიმართება. დრო უცვლელია - 23:00.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაადასტურა - ხვიჩა ნაპოლიში გადადის
აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაადასტურა - ხვიჩა ნაპოლიში გადადის