ემერი: დღეს 2-0-ზე უკეთეს შედეგს არ ვიმსახურებდით
Aa
Aa

ემერი: დღეს 2-0-ზე უკეთეს შედეგს არ ვიმსახურებდით

„ლივერპულთან“ უშანსოდ დამარცხების (0:2) შემდეგ, უნაი ემერიმ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ დღეს 0:2-ზე უკეთესი არ დაუმსახურებიათ.

„ნახევარფინალში შენ ასეთ მეტოქეებთან გიწევს შეხვედრა, ძლიერ გუნდებთან როგორიც ლივერპულია. დღეს რთული მატჩი იყო, მათ მოგება უნდოდათ, კონტროლის აღება, თამაშის საშუალება არ მოგვცეს. ჩვენ მათ უკან დახევა ვერ ვაიძულეთ.

დღეს ლივერპულს დაცვაში წინააღმდეგობა გავუწიეთ, ეს საჭირო იყო, რომ მომდევნო მატჩში შანსები გვქონოდა. ესპანეთში სულ სხვა შეხვედრა იქნება, იქ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჩვენ მეტოქეს ბევრად მეტს შევთავაზებთ.

ვიცით, რომ ეს ლივერპულია, უკეთესი გუნდი და ისინი ფავორიტები არიან. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათ კონკურენცია გავუწიოთ.

დღეს 2-0-ზე უკეთეს შედეგს არ ვიმსახურებდით. შესაძლოა უარესიც მომხდარიყო. კიდევ 90 წუთი გვაქვს და ვეცდებით ის გამოვიყენოთ“.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის განმეორებითი დაპირისპირება 3 მაისს გაიმართება. დრო უცვლელია - 23:00.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდები და საინტერესო ფაქტები ლივერპული VS ვილიარეალის მატჩიდან
რეკორდები და საინტერესო ფაქტები ლივერპული VS ვილიარეალის მატჩიდან