ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

"წინ ბერნაბეუა" - ბენზემა სიტისთან მარცხის შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''რეალი'' 4:3 დაამარცხა. მატჩს დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ კომენტარი გააკეთა.

ბენზემა:

„წაგება არასდროს არის კარგი. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის აღფრთოვანებულები ვართ და არასდროს ვნებდებით. შედეგი არასასურველია, მაგრამ წინ ბერნაბეუა. გულშემატკივრები ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.

თავდაჯერების გარეშე თუ თამაშობ ასე მოგივა. „სიტი“ ძლიერი გუნდია და ორი გოლი სწრაფად გაიტანა. ყველაფერში ცოტა დაგვაკლდა. ამბიცია, ზეწოლა, თავდაჯერებულობა.. თუ პენალტს არ შეასრულებ, ვერასდროს გააფუჭებ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და ასე სწორედ ამიტომ დავარტყი.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 4 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები