რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი - პოგბაზე ნადირობა დაიწყო

ახალი არავისთვის არის, რომ პოლ პოგბა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის შეცვლას აპირებს. სპორტულ მედიაში ბევრი იწერება მისი მომავალი კლუბის შესახებ.

გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან.

პოლის გადაბირება მადრიდის „რეალს“ დიდი ხანია სურს და მასში კოლოსალური თანხის გადახდასაც აპირებდა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში „იუნაიტედი“ უარზე იყო. ახლა პოგბა თავისუფალი აგენტი ხდება და „სამეფო კლუბი“ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება.

„ბარსელონას“ სიტუაცია გასაგებია. ჩავის გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და ხშირ შემთხვევაში თავისუფალი აგენტების გადაბირებით არის დაინტერესებული. პოგბას კალიბრის ფეხბურთელი ბარსასთვის იდეალური შევსება იქნებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია ფრანგი ნახევარმცველის ანაზღაურება.

პოგბას „იუნაიტედში“ კოლოსალური ხელფასი აქვს და რამდენად დააკმაყოფილებს „ბარსელონა“ მის მოთხოვნებს ჯერჯერობით უცნობია.

„იუვენტუსი“ პოლის გულში ყოველთვის იყო. კარიერის პიკი მას სწორედ ტურინულ გრანდში ჰქონდა. ბევრი ფულის გადახდით არც „ბიანკონერი“ გამოირჩევა და პოგბას უფასოდ გადაბირება მათთვის პრიორიტეტია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პოგბაზე ნადირობაზე დაიწყება. საბოლოო სიტყვა კი თავად ფეხბურთელზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები