რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, პოლ პოგბა, პარი სენ-ჟერმენი
Aa
Aa

WhatsApp-ის ჯგუფიც დატოვა - პოგბამ თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ მანჩესტერიდან მიდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, პოლ პოგბა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს. ამ ინფორმაციას რამდენიმე ბრიტანული გამოცემა ავრცელებს და Mirror-ი დეტალებზეც გვესაუბრება.

როგორც ირკვევა, ფრანგმა ნახევარმცველმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ თანაგუნდელებს უკვე შეატყობინა და WhatsApp-ის ჯგუფი დატოვა, რომელსაც „მანჩესტერის“ მოთამაშეები საკონტაქტოდ აქტიურად იყენებენ. ამ ინფორმაციას Daily Mail-იც ადასტურებს და ყურადღებას პოგბას სამომავლო გეგმებზე ამახვილებს.

ბრიტანული ტაბლოიდის მიხედვით, 29 წლის ფეხბურთელს ორი შეთავაზება აქვს და წინადადებები „პარი სენ-ჟერმენისგან“ და „რეალისგან“ მიიღო. პოგბას არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ფრანგულ პრესაში ფავორიტად პსჟ-ს ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ გამართულ შეხვედრაში, პოგბამ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მოგვიანებით, „იუნაიტედის“ თავკაცმა, რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში იგი გუნდს ვეღარ დაეხმარება და დიდი ალბათობით, „მანჩესტერის“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა