ჩესლავ მიხნევიჩი
Aa
Aa

პოლონეთის ნაკრების თავკაცი: „რა ვიცი მექსიკაზე? ნარკოსის 3 სეზონი მაქვს ნანახი“

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების თავკაცი, ჩესლავ მიხნევიჩი ერთ-ერთ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ჰკითხეს. პოლონეთი ჯგუფში არგენტინასთან, საუდის არაბეთთან და მექსიკასთან მოხვდა და მიხნევიჩმა მექსიკას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

„მექსიკასთან მატჩი უმნიშვნელოვანესია. ჯგუფს სწორედ ამ შეხვედრით გავხსნით და ამ დაპირისპირებას მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ. მექსიკას ფანტასტიკური ფეხბურთელები და შესანიშნავი გუნდი ჰყავს. სწორედ ამიტომ, მიზნის მიღწევა მარტივი არ იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ, ჩემთან ერთ-ერთი მექსიკური ტელევიზიის წარმომადგენლები მოვიდნენ და მკითხეს, მათ სამშობლოზე რა ვიცოდი, რაზეც ვუთხარი, რომ ნარკოსის სამი სეზონი მქონდა ნანახი და ვიცოდი, რომ სანჩესი ვერ ითამაშებდა. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო და მეტოქეს მაქსიმალურად შევისწავლით“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. პოლონეთი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავს და როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვან შეხვედრაში მექსიკას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა" - Nba.com-ის სტატია გოგაზე