საბონისი რუსებზე:
Aa
Aa

საბონისი რუსებზე: "სსრკ-ის აღდგენა უნდათ, შემდეგ მესამე მსოფლიო ომი"

„საკრამენტო კინგსის“ ლიეტუველმა ლეგიონერმა და გოგა ბითაძის ყოფილმა გუნდელმა დომანტას საბონისმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და ვლადიმირ პუტინის სავარაუდო გეგმებზე თავისი მოსაზრება გამოთქვა.

„ჩვენ ყოველდღე ვცხოვრობთ ამით. უკრაინაში მეგობრები გვყავს, ძალიან რთულია. ეს ჯერ პირდაპირ ჩვენს ქვეყანას არ ეხება, მაგრამ ყველა ჩვენი ექიმი მათ ეხმარება. ომის პირველ 6-10 დღეში ლიეტუველებმა უკრაინას დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

ხალხი საჭმელს უგზავნის. ჩვენ ვიფარებთ უკრაინელ ბავშვებს და მათ სკოლებში იღებენ. ბევრი რამ ხდება, ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან. ყველას ეშინია, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას აიღებს, ის კვლავ შეეცდება მთელი სსრკ-ის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას და შემდეგ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს.

ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ფულის შემოწირულობით ან აუცილებელი ნივთების გაგზავნით. მაგალითად, ნიუ ორლეანის ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა უკრაინაში გაგზავნა ორი ავტომობილი, სადაც ხალხი გამოიყენებს მათ მისიებისთვის და ა.შ.“,

- თქვა საბონისმა The Athletic-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა, მაგრამ ცვლილებები ჯერჯერობით არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"უეფა არასოდეს გააკრიტიკებს ორბანს, მაკრონს ან ჯონსონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქცევით პოლიტიკურ ორგანიზაციად"