„რაკეტები პირდაპირ გაზონზე ყრია“ - რუსულმა არმიამ ჩერნიჰოვის სტადიონი გაანადგურა
Aa
Aa

„რაკეტები პირდაპირ გაზონზე ყრია“ - რუსულმა არმიამ ჩერნიჰოვის სტადიონი გაანადგურა

მე-17 დღეა უკრაინა რუსეთის მიერ იბომბება. აგრესორი ქვეყნის მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი დღითიდღე იზრდება. ამჯერად, რუსულმა ბომბებმა საფეხბურთო არენა გაანადგურა.

ჩერნიჰოვში იური გაგარინის სახელობის „დესნას“ არენა დაიბომბა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სტადიონი უკვე მესამედ დაიბომბა. პირველ ჯერზე მხოლოდ გარკვეული სახის ზიანი იყო, ამჯერად კი ბომბები შუა მინდორზეც არის ჩამოვარდნილი. „რაკეტები პირდაპირ გაზონზე ყრია“, - წერს უკრაინული კლუბის პრესსამსახური.

მესამედ დაბომბვის წინ, მეორე ჯერზე სტადიონის ტრიბუნის ქვეშ არსებული ბიბლიოთეკის შენობა განადგურდა.

„დესნას“ საშინაო არენა 50-იან წლებშია აშენებული და 11 000 ადამიანზეა გათვლილი. Час Чернігівський-ის ინფორმაციით, მისი დასავლეთ ტრიბუნა რუსული არტილერიის მხრიდან წამოსული ცეცხლის შედეგად დაზიანდა, რომელიც სტადიონთან მდებარე შენობებისკენ იყო მიმართული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა, მაგრამ ცვლილებები ჯერჯერობით არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზოზულია: ''ეს ბანერი უკან გაიკეთონ, რუსებს ამას არასდროს ვაპატიებთ''
ზოზულია: ''ეს ბანერი უკან გაიკეთონ, რუსებს ამას არასდროს ვაპატიებთ''