გერმანული მედია: ,,ჩაკვეტაძისთვის ომი უცხო არ არის და მისი წუხილი დიდია
Aa
Aa

გერმანული მედია: ,,ჩაკვეტაძისთვის ომი უცხო არ არის და მისი წუხილი დიდია"

გერმანიის თასის მეოთხედფინალში ბუნდესლიგა 2-ის ჰამბურგმა კარლსრუეს უმასპინძლა და პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში გერმანული გუნდის ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჩაკვეტაძე იყო. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც შემტევი გერმანულ კლუბს შეუერთდა,  ოფიციალური მატჩის სასტარტო თერთმეტეულში პირველად ვიხილეთ.

გიორგიმ მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, თუმცა იქამდე აქტიური იყო და საგოლე გადაცემა შეასრულა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ, მთელი მსოფლიოს გარეშემო პორტსმენების მხრიდან სხვადასხვა განცხადება გავრცელდა.

კარლსრუეს წინააღმდეგ შეხვედრისას, სოლიდარობის აქციას გიორგი ჩაკვეტაძეც შეუერთდა, რომელმაც საკუთარი გზავნილი მატჩამდეც, სოციალური ქსელით გაავრცელა.

გიორგის შესახებ ადგილობრივმა MOPO-მ დაწერა:

უკრაინაში მიმდინარე ომი გიორგი ჩაკვეტაძისთვის უფრო პირადულია, ვიდრე ჰამბურგის დანარჩენი შემადგენლობისთვის. მისი სამშობლო რუსეთს ესაზღვრება, უკრაინასთან გამყოფი კი შავი ზღვაა. მისთვის ომი უცხო არ არის და შესაბამისად, წუხილიც დიდია.

სოლიდარობა თავად ჰამბურგმაც გამოხატა და მთავარის სათქმელი გაავრცელა:

ომი გამოსავალი არ არის, არსად და არავითარ შემთხვევაში. ჩვენი კლუბი მშვიდობის მომხრეა. ჰამბურგის ფიქრები და თანაგრძნობა დაზარალებული ხალხისკენაა მიმართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ აღნიშნეს ვალენსიაში სამეფო თასის ფინალში გასვლა
როგორ აღნიშნეს ვალენსიაში სამეფო თასის ფინალში გასვლა