მარცხი ერთ საათში - პოპირინმა ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა
Aa
Aa

მარცხი ერთ საათში - პოპირინმა ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა

დუბაიში სტარტი აიღო ATP-ის 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც მიიღო. პირველ სათამაშო დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ზუსტად 1 საათი გაგრძელდა და სამწუხაროდ საქართველოს პირველმა ნომერმა მარტივად ორ სეტში 2:6 3:6 დათმო შეხვედრა. მატჩის მიმდინარეობისას, ბასილაშვილს ტრავმა აწუხებდა და კარგ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფებოდა.

ნიკოლოზმა პირველი სეტი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო ორი ჩაწოდება წააგო და სეტიც ლოგიკურად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მეხუთე სეტში ბასილაშვილს სამმაგი ბრეიკ პონტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

სიტუაცია არც მეორე სეტში შეიცვალა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა პირველი გეიმი მოიგო, შემდეგ ნიკოლოზის ჩაწოდება მოიგერია, წინ გავიდა და სეტი წარმატებით დაასრულა. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ინდიანა უელსისთვის მომზადებას დაიწყებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ფინალში გააღწია და საკმაო რაოდენობის ქულები ექნება დასაცავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები