მარცხი ყაზახეთში - ბოლქვაძე ნურ სულთანის სახელობის ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

მარცხი ყაზახეთში - ბოლქვაძე ნურ სულთანის სახელობის ტურნირს გამოეთიშა

რამდენიმე დღის წინ, მარიამ ბოლქვაძემ წყვილთა თანრიგში ალტენკირენში ჩატარებული ტურნირი მოიგო. დღეს კი ქართველმა ჩოგბურთელმა მისთვის კარგად ნაცნობ ყაზახეთში, ნურ სულთანის სახელობის ტურნირზე იასპარეზა.

სამწუხაროდ მარიამი დამარცხდა. მისი პარტნიორი რუსი ეკატერინა იაშინა იყო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი სეტი სისაკოვამ და ტიმოფეევამ 7:5 მოიგეს. მეორე სეტი კი „ჩვენებურის“ სასარგებლოდ 6:3 დასრულდა.

მესამე გადამწყვეტ სუპერ ტაიბრეიკზეც დაძაბული დაპირისპირება ვიხილეთ. მარიამს და იაშინას გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ 8:10 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნურ სულთანის სახელობის ტურნირი ერთეულთა თანრიგში მოიგო. 

„მინდა ჩემს მეტოქეს შესანიშნავი თამაშისთვის მადლობა გადავუხადო. ტურნირის ორგანიზატორებმა შესანიშნავად იმუშავეს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო და ეს ყველაფერი უცნაური ამინდის მიუხედავად.

W60-ის სერიაში ეს ჩემი პირველი ტიტულია და ახლა ყაზახეთის დედაქალაქი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. აქ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ“.“

- განაცხადა მარიამმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები