წილისყრაში არ გაუმართლა - დუბაიში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

წილისყრაში არ გაუმართლა - დუბაიში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში მარცხის შემდეგ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში საერთაშორისო ტურნირში (DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS) მიიღებს მონაწილეობას. დუბაიში გასამართი ტურნირის საპრიზო ფონდი 2 949 665 აშშ დოლარია.

ბასილაშვილისთვის ტურნირი საკმაოდ რთული შეხვედრით დაიწყება, პირველ წრეში მისი მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმია, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრადაა განთესილი. კანადელი ქართველს კარიერაში სამჯერ შეხვდა და სამივე შეხვედრა მოუგო, 2019 წელს მაიამისა და ლიონში, 2020 წელს კი - ცინცინატიში.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 3:6 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები