წყვილთა თანრიგი - ბოლქვაძე ალტენკირჰენის ჩემპიონია
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - ბოლქვაძე ალტენკირჰენის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ალტენკირჰენში ITF-ის ეგიდით ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 60 000 დოლარი გახლავთ. საბედნიეროდ, ფინალში გულშემატკივრებმა ქართულ/ბრიტანული წყვილი იხილა. მარიამ ბოლქვაძე და სამანტა მარეი შვეიცარიულ დუეტს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 7:5 გაიმარჯვა.

ორივე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მარიამი და მარეი პირველ სეტს 1:3 აგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ გააქტიურდნენ, მეტოქის 3 ჩაწოდება აიღეს და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

მეორე სეტი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. „ჩვენებური“ კვლავ აგებდა, თუმცა სცენარი განმეორდა და საბოლოო გამარჯვება ქართულ/ბრიტანულ წყვილს დარჩა 7:5.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძემ ალტერკინჰენში ერთეულთა თანრიგშიც ითამაშა, მაგრამ ნახევარფინალში ბელგიელ მოწინააღმდეგეს ვერ აჯობა და დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები