სასამართლომ ეტოო 22 წლის გოგოს მამად ცნო და ალიმენტის გადახდა დააკისრა
Aa
Aa

სასამართლომ ეტოო 22 წლის გოგოს მამად ცნო და ალიმენტის გადახდა დააკისრა

ესპანეთის სასამართლომ სამუელ ეტოო 22 წლის მადრიდელი გოგოს მამად ცნო და ალიმენტის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

1997 წელს, როდესაც კამერუნელი „რეალიდან“ იჯარით „ლეგანესში“ თამაშობდა, მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ქალი გაიცნო, სახელად ადილეუსა.

წყვილმა ურთიერთობა დაიწყო. 1998 წელს ადილეუსა დაორსულდა, რის შესახებაც მან ფეხბურთელს აცნობა. გოგონამ იმ მომენტში აღნიშნა, რომ არ სურდა შვილი, მაგრამ მის მიმართ პასუხისმგებლობით და პატივისცემით მოიქცეოდა.

საბოლოოდ, ეტოოს ქალიშვილი, ერიკა დო როსარიო ნივესი დაიბადა 1999 წელს, როდესაც სამუელი „ესპანიოლში“ თამაშობდა. ფეხბურთელი მას თავის ქალიშვილად არასდროს ცნობდა და ასევე არ პასუხობდა ადილეუსას ზარებსა და წერილებს.

როგორც ირკვევა, ადილეუსამ წარმოადგინა ეტო'ოს მამობის ბიოლოგიური მტკიცებულება, რის შემდეგაც სასამართლომ კამერუნელი ერიკას მამად აღიარა. სასამართლომ სამუელს დააკისრა ქალიშვილისთვის ალიმენტის გადახდა - 1400 ევროს ყოველთვიურად გადახდა, სარჩელის შეტანის დღიდან, ანუ 2018 წლიდან. თავად ყოფილი ფეხბურთელი სასამართლოში არ გამოცხადდა.

„ბარსელონას“, „ინტერისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანდანდასთან ერთად - კონფერენს ლიგამ გუგეშაშვილის ''სეივი'' გამოარჩია
მანდანდასთან ერთად - კონფერენს ლიგამ გუგეშაშვილის ''სეივი'' გამოარჩია