1 საათი და 59 წუთი - ბოლქვაძე  საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია
Aa
Aa

1 საათი და 59 წუთი - ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალშია

გერმანიის ქალაქ ალტერკინჰენში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე მონაწილეობს.

გათამაშების პირველ წრეში ბოლქვაძემ მასპინძელ ანგელინა ვინგერს 2 სეტში ანგარიშით - 6-4 6-2 მოუგო, შემდეგ კი 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა  ესპანელი ჯორჯიანა გარსია პერესის ბარიერიც გაიარა - 2-6, 6-4, 3-6.

დაპირისპირება 1 საათსა და 59 წუთს მიმდინარეობდა. 

შემდეგ ეტაპზე მარიამის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე (WTA. 168) ასევე წყვილთა თანრიგში, სამანტა მარეისთან (WTA. 276) ერთად წარმატებით ასპარეზობს. ქართულ-ბრიტანულმა წყვილმა მერვედფინალში საკმაოდ მარტივი გამარჯვება მოიპოვა (0-6, 2-6). მათი მომავალი მეტოქეები  იაპონელი იურიკო ლილი მიაზაკი და ნიდერლანდელი სუზან ლამენსი იქნებიან. დაპირისპირება დღეს შედგება და თბილისის დროით 19:30 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამგურალი  მატჩებს ზესტაფონში ჩაატარებს - იხსნება ფან-შოპი, გაიყიდება ბილეთები
სამგურალი მატჩებს ზესტაფონში ჩაატარებს - იხსნება ფან-შოპი, გაიყიდება ბილეთები