სეზონის საუკეთესო შედეგი თავისუფალ პროგრამაში - გუბანოვამ მე-11 ადგილი დაიკავა
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო შედეგი თავისუფალ პროგრამაში - გუბანოვამ მე-11 ადგილი დაიკავა

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. დღეს, გუბანოვა მსაჯების წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგა და გოგონათა შორის, ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-11 ადგილი დაიკავა.

ანასტასიამ შესანიშნავი გამოსვლა შემოგვთავაზა და მიმდინარე სეზონში თავისთვის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გუბანოვამ ტექნიკურ ელემენტებში 70.06 მიიღო, ხოლო პრეზენტაციაში 65.52 დაუწერეს და საერთო ჯამში, 135.58 ქულა დაუგროვდა. 19 წლის მოციგურავეს მოკლე პროგრამაში 65.40 ჰქონდა მიღებული და საბოლოოდ, მისი ჯამური შედეგი 200.98 გახლდათ.


გოგონათა შორის ინდივიდუალური ჩათვლა რუსი მოციგურავეების ტრიუმფით დასრულდა. ოქროს მედალი ანა შერბაკოვამ დაისაკუთრა, მეორე ადგილზე ალექსანდრა ტრუსოვა გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი იაპონელმა კაორი საკამოტომ მოიპოვა. კამილა ვალიევა, რომელიც დოპინგ სკანდალში გაეხვა, მეოთხე ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადა 4 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება. საქართველოს დელეგაცია კი 9 სპორტსმენითაა წარდგენილი - მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა), ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა), კარინა საფინა (ფიგურული ციგურაობა), გიორგი რევია (ფიგურული ციგურაობა), მარია კაზაკოვა (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო თხილამურობა), სოსო ჯაფარიძე ( სამთო თხილამურობა), საბა ქუმარიტაშვილი ( ციგაობა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრან სლემი - ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა
გრან სლემი - ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა