მზადება დაწყებულია - 2023 წლის ევროპულ თამაშებს პოლონეთი უმასპინძლებს
Aa
Aa

მზადება დაწყებულია - 2023 წლის ევროპულ თამაშებს პოლონეთი უმასპინძლებს

პოლონეთის მთავრობა კრაკოვ-მალოპოლსკის 2023 წლის ევროპული თამაშების ფინანსურ მხარდაჭერას ადასტურებს. ხელშეკრულებას ხელი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა მოაწერეს.

თამაშების მასპინძლობის ხარჯები სავარაუდოდ, 100 მილიონი ამერიკული დოლარი  იქნება, რომლის ნახევარს  სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო დაფარავს.

კრაკოვსა და მალოპოლსკაში განახლდება სპორტული  ობიექტებირაც საშუალებას მოგვცემს ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ," _ განაცხადა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ.

სპორტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, დაგეგმილია ოლიმპიური სოფლის აშენება, რომელიც სტუდენტური კამპუსის ტერიტორიაზე  განთავსდება.

თამაშების პროგრამის დადასტურებული სპორტის სახეობებია: მძლეოსნობა (გუნდური ჩემპიონატი), მშვილდოსნობა, 3x3 კალათბურთი, ბადმინტონი, პლაჟის ხელბურთი, პლაჟის ფეხბურთი, კრივი, ბრეიქდანსი, სანიჩბოსნო სლალომი, ველოსპორტი, ფარიკაობა, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაილანდური კრივი, კიკბოქსინგი, პადელი, ტყვიის სროლა, ტრამპლინიდან ხტომა, სპორტული ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ტექბოლი და ტრიათლონი.

ევროპული თამაშების ჩატარება  2023 წლის 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები