ტერიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს
Aa
Aa

ტერიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა, 36 წლის ჯონ ტერიმ, შესაძლოა კვირას "სანდერლენდთან" კარიერის ბოლო მატჩი ითამაშოს.

მისი "ჩელსიდან" წასვლა გადაწყვეტილია, თუმცა არის შანსი, რომ კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. მიუხედავად ამისა, ტერიმ გუშინ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"არ გამოვრიცხავ, რომ კვირას ჩემი ბოლო თამაში იყოს და ფეხბურთიდან წავიდე. 

თუმცა თუკი მისაღებ შემოთავაზებას მივიღებ, ოჯახთან ერთად აუცილებლად განვიხილავ". - განაცხადა ტერიმ.

ჯონ ტერი "ჩელსის" რიგებში 1998 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები