5 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი - მამუკელაშვილმა 21 წუთი ითამაშა
Aa
Aa

5 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი - მამუკელაშვილმა 21 წუთი ითამაშა

გამთენიისას ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმა შეხვედრა მაიამი ჰიტის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი სხვაობით - 124-102 გაიმარჯვა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21:05 წუთი მიეცა. ამ დროში მან თავი 5 ქულას, 7 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მოთამაშემ 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 ორქულიანი ზუსტად ისროლა.

ქართველი კალათბურთელის  მილუოკი ბაქსი მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს გამართავს და კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდება.

ამ ეტაპზე, მილუოკი ბაქსს 15 გამარჯვება და 9 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან"