ბელატორი: ლევან ჩოხელის პირველი გამარჯვება
Aa
Aa

ბელატორი: ლევან ჩოხელის პირველი გამარჯვება

24 წლის ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში თავისი მეორე ბრძოლა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე ბრაზილიელი ვინისიუს დე ჟეზუსი იყო.

ბრაზილიელი ქართველისგან განსხვავებით მეტად გამოცდილი იყო და ბელატორში 13 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან 9 მოიგო, ხოლო 4 დათმო.

ლევანმა ამჯერად კარგი ბრძოლა ჩაატარა, მეტოქეზე მეტად აქტიური იყო და საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა.

ჩოხელმა ვინისიუსს რამდენიმე კარგი დარტყმა მიაყენა. ბრაზილიელი ძირითადად მის პარტერში გადაყვანას ცდილობდა, მაგრამ ლევანი თავის დაღწევას მალევე ახერხებდა, რამაც ორთაბრძოლის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

ამრიგად 1 მოგება 1 მარცხის წინააღმდეგ. ჩოხელს კონტრაქტის მიხედვით ბელატორში კიდევ 2 ბრძოლა აქვს ჩასატარებელი და თუ ბალანსი მის სასარგებლოდ იქნა, ორგანიზაცია მას ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი
,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი" - ლორია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე