ეტოო:
Aa
Aa

ეტოო: "მესი ოქროს ბურთს ყოველდღე უნდა იგებდეს"

გუშინ პარიზში რიგით 65-ე ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა. მთავარი კანდიდატები ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი იყვნენ. გულშემატკივრების აზრი ორად იყო გაყოფილი, თუმცა საბოლოო ჯამში ხსენებული ჯილდო არგენტინელ სუპერვარსკვლავს დარჩა. მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო.

ლეოს ამ წარმატებას „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი სამუელ ეტოო გამოეხმაურა და AS-თან ინტერვიუ ჩაწერა.

ეტოო:

„კარგად მახსოვს 2010 წელს ბევრი ფიქრობდა, რომ ოქროს ბურთს სხვა მოიგებდა. ჩემთვის ლეომ ეს ჯილდო დაიმსახურა, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც მსოფლიოში პირველი ხარ ყოველდღე უნდა იგებდე. მე მქონდა პრივილეგია მეთამაშა ამ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად და ბედნიერი ვარ, რომ მე მისი მეგობარი ვარ.

ხალხი იტყვის, რომ ობიექტური არ ვარ, მაგრამ მესი ყველაფერ კარგს და ლამაზს იმსახურებს, რაც ამ ცხოვრებაში არსებობს. ლეოს გამო ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, თუ რას მიაღწია და მომავალში რას მიაღწევს. იმედი მაქვს მერვე ოქროს ბურთსაც მოიგებს.“

ეტოო „ბარსელონაში“

შეგახსენებთ, რომ ეტოო და მესი „ბლაუგრანაში“ ერთად მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდნენ. კამერუნელი თავდამსხმელი კატალონიურ გრანდს 2004 წელს შეუერთდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სამუელმა ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 199-ჯერ მოირგო, 130 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები