„თუ მოიგებს, მაქსთან ჩხუბი შეეძლება, შემდეგი კი გიგა იქნება
Aa
Aa

„თუ მოიგებს, მაქსთან ჩხუბი შეეძლება, შემდეგი კი გიგა იქნება" - ნინძა სეხუდოს წინააღმდეგ?

MMA-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის, ჰენრი სეხუდოს მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა 34 წლის ამერიკელის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. აბდელაზიზმა ინტერვიუ MmaFighting-ს მისცა და სეხუდოს სავარაუდო მეტოქეებზე ლაპარაკისას გიგა ჭიკაძეც ახსენა.

„დიახ, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს, სეხუდო UFC-ში ბრძოლას გამართავს. იგი ერთი ჩხუბისთვის არ ბრუნდება და სურს, რომ საკუთარი მემკვიდრეობა დატოვოს. თუ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლას წააგებს, წონას დაიკლებს და ქვემსუბუქ დივიზიონში გადავა.

თუ ჰენრის დაბრუნება სურს და მე მეუბნება, რომ სწორედ ეს უნდა, ე.ი მზადაა, ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ საჩემპიონო ქამარი დაიცვას. UFC-ში შეუძლებელია საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრო და შემდეგ წახვიდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირობა დადე, რომ ქამარს დაიცავდი. გარანტიას გაძლევთ და 100 პროცენტით დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ სეხუდო ქამარს დაიცავს, ამ საქმეში არ ჩავერეოდი.  

რა თქმა უნდა, მაქს ჰოლოუეი ვოლკანოვსკისთან ბრძოლას იმსახურებს, მაგრამ ჰენრის შეუძლია, ალექსს თებერვალში ეჩხუბოს და გამარჯვებული მაქსს დაუპირისპირდეს. ამ დივიზიონში მებრძოლებს შორის დიდი სხვაობაა. გვყავს ვოლკანოვსკი და მაქსი და სხვა მებრძოლები, რომლებთანაც დიდი სხვაობაა, თუმცა გიგა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელმაც ზედიზედ 7 ბრძოლა მოიგო. ვფიქრობ, იდეალური დროა, რათა სეხუდო დაბრუნდეს და ნახოს, ამ დივიზიონში რის მიღწევას შეძლებს. თუ ვოლკანოვსკის დაამარცხებს, მაქსთან ჩხუბი შეეძლება, შემდეგი კი გიგა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე მომდევნო ბრძოლას კელვინ კატარის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ჩხუბი 16 იანვარსაა ჩანიშნული და გამარჯვების შემთხვევაში, „ნინძა“ სატიტულო ბრძოლის მიღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები