,,მატადორი კი არა ტილო ხარ
Aa
Aa

,,მატადორი კი არა ტილო ხარ" - რუსმა მებრძოლმა თოფურიას მიმართა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ოქტაგონზე 22 იანვარს დაბრუნდება. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაანონსა, რომ მისი და რუსი მოვსარ ევლოევის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა.

- ჩემი პროგნოზი ნოკაუტია პირველ რაუნდში, - თქვა ილიამ.

- იოცნებე, ესპანელო. ,,მატადორი'' კი არა, წითელი ტილო ხარ, რომლითაც ოქტაგონის გავწმენდ" , - მოგვიანებით თოფურიას ევლოევმა უპასუხა.

- ჩვენი ქვეყნების ურთიერთობიდან გამომდინარე არ მსურდა ასე მომხდარიყო, მაგრამ შენ ყველა ზღვარი გადაკვეთე - დაწერა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით, დაუმარცხებელია.

რაც შეეხება ქართველის რუს მეტოქეს, ამ უკანასკნელს კარიერაში 15 ბრძოლა და 0 მარცხია. ევლოევმა UFC-ში 5-ჯერ იჩხუბა და ხუთივეჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ
,,მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ" - რა ხდებოდა რუსეთში საქართველოს ნაკრების ჩემპიონობამდე