ლევან კორღალიძე: ,,ვფიქრობ, თასის ფინალში ღირსეულად გავედით
Aa
Aa

ლევან კორღალიძე: ,,ვფიქრობ, თასის ფინალში ღირსეულად გავედით"

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება.

მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს სამგურალი ითამაშებს.

ფინალამდე კი, ორივე გუნდმა რთული გზა გაიარა. ნახევარფინალურ ეტაპზე საბურთალომ ტურნირს დინამო ბათუმი გამოთიშა.

ლევან კორღალიძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

მადლობას გადავუხდი ჩემს ფეხბურთელებს, ბოლომდე ბრძოლისთვის, მონდომებისთვის. ვფიქრობ, ეს მოგება დავიმსახურეთ და ღირსეულად გავედით თასის გათამაშების ფინალში. მეტოქე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გვყავდა, დაძაბული მატჩი იყო, სხვანაირს არც ველოდით. შეიძლება ითქვას, ფეხბურთელებმა ზედმიწევნით შეასრულეს დავალებები. იმის გარდა რომ ორი გოლი გავიტანეთ, სანახაობრივი და საინტერესო ფეხბურთიც ვაჩვენეთ.

რაც შეეხება ფინალში ჩვენს მომავალ მეტოქეს, წყალტუბოს სამგურალს, კიდევ უფრო კარგად შევისწავლით, მოვემზადებით გადამწყვეტი შეხვედრისთვის. რთული მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ შევეცდებით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ მატჩი, - აღნიშნა საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ვებგვერდთან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი გაგრაა. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, აღნიშნული თასი ლიგა 2-ის გუნდებს შორის გათამაშდა. შეხვედრა გაგრასა და სამგურალს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა (პენალტები / 5-3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"