ბეჟანიშვილის საუკეთესო მატჩი G ლიგაში - ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა
Aa
Aa

ბეჟანიშვილის საუკეთესო მატჩი G ლიგაში - ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

„დენვერ ნაგეთსის“ ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელიც NBA-ის განვითარების ლიგაში ასპარეზობს, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გამთენიისას, ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდმა“ „მოტორ სითი კრუიზი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მეტოქეს 96-94 აჯობა.

ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 33 წუთი გაატარა. გიორგი საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 22 ქულა, 9 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 10 ბურთი ჩააგდო, მეტოქის ფარს პერიმეტრიდან ერთხელ შეუტია, მაგრამ მიზანს ვერ უწია და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. გიორგიმ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და +/--ის გრაფაში +9 დააფიქსირა. „გრანდ რაპიდს გოლდის“ რიგებში ბეჟანიშვილზე მეტი ქულა ჰქონდა დეივონ რიდს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა გააკეთა.


ცნობისთვის, ბეჟანიშვილისთვის ეს G ლიგაში გამართული საუკეთესო მატჩი იყო. აქამდე მისი მაქსიმუმი „აიოვა ვულვზის“ წინააღმდეგ გაფორმებული 10 ქულა და 11 მოხსნა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები