ილია კოკაია ტრაგიკულად გარდაიცვალა
Aa
Aa

ილია კოკაია ტრაგიკულად გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად გარდაიცვალა. ''მთავარი არხის'' ინფორმაციით ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე მეგობარ ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ილია კოკაიას მმართველობის პერიოდში საფეხბურთო კლუბი ''ზესტაფონი'' საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა (2010-11, 2011-12). ასევე, მოიპოვა საქართველოს თასი (2007-08) და საქართველოს სუპერთასი (2011, 2012).

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები