იორიკირი - ტოჩონოშინმა სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ მიმდინარეობს.
ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ წელის ტკივილის მიზეზით საწყისი 4 ბრძოლა გამოტოვა და დოჰიოს მე-5 დღეს გამარჯვებით დაუბრუნდა, მან მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის იორიკირის ილეთით სძლია. სუპერტურნირის მე-6 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნი იყო, ქართველი საინტერესო შეხვედრაში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
დღეს კი, სუპერტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა იშიურას დაუპირისპირდა და აუღელვებლად, კვლავ იორიკირით გაიმარჯვა.
8 დაპირისპირებიდან ქართველმა გოლიათმა 5-ჯერ გაიმარჯვა, 3 შეხვედრაში კი დამარცხდა.
რადგან ტოჩინოშინმა საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, გამოტოვებული შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა. ასე, რომ მის ანგარიშზე საწყისი 7 დღის შემდეგ 2 გამარჯვებაა. დადებითი ბალანსის მოპოვება რთული იქნება, მან დარჩენილი 8 შეხვედრიდან 6 აუცილებლად უნდა მოიგოს.