Aa
Aa

"დამამცირებელი მარცხი" - dailymail ინგლისის საქართველოსთან წაგებას ეხმაურება

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის 21-წლამდე გუნდი 3:2 დაამარცხა.

მატჩი ბათუმში შედგა და მასპინძელთაგან სამივე გოლი ''საბურთალოს'' ფეხბურთელების ანგარიშზეა, გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა. სტუმრებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს, 81-ე წუთზე კლინტონ მოლამ ანგარიში შეამცირა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი მარკ გეიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

„სამი ლომის“ ამ წაგებას ცნობილი ბრიტანული გამოცემა dailymail გამოეხმაურა, რომელმაც ინგლისის მარცხს დამამცირებელი უწოდა.

რას წერს dailymail?

„ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საქართველოსთან დამამცირებლად 2:3 წააგო. ქართველები 3:0 დაწინაურდნენ და ინგლისი გაოგნებული დარჩა. მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე კლინტონ მოლამ პრესტიჟის გოლი გაიტანა და „სამ ლომს“ სახე შეუნარჩუნა. გეის გოლი კი დაგვიანებული იყო.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთა დიდ ნაწილს პრემიერ ლიგასა თუ სხვა ძლიერ ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილება აქვთ. მაგალითად, 21 წლის რაიან ბრიუსტემა ''შეფილდ იუნაიტედის'' მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. ამჟამად, მისი გუნდი ჩემპიონშიფში ასპარეზობს. ''ლივერპულის'' აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კარიერა ''შეფილდ იუნაიტედს'' დაუკავშირა.

საქართველო - ინგლისი 1:0 (გულიაშვილი)

საქართველო - ინგლისი 2:0 (გულიაშვილი)

საქართველო - ინგლისი 3:0 (გოჩოლეიშვილი)

საქართველო - ინგლისი 3:1 (კლინტონ მოლა)

 

საქართველო - ინგლისი 3:2 (გეი) 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები