ვიქტორ სანიკიძე პარლამენტში სლოვენიის ელჩს შეხვდა
Aa
Aa

ვიქტორ სანიკიძე პარლამენტში სლოვენიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის სლოვენიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიქტორ სანიკიძე სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს, ტომაჟ მენცინს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. 

აღინიშნა, რომ სლოვენიის მხარე მიესალმება საქართველოს საგარეო მისწრაფებებს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით და მზაობას გამოთქვამს ქართველ კოლეგებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

ვიქტორ სანიკიძემ სლოვენიელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფა გამოთქვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს