წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა - გეიჯის გამარჯვება ჩენდლერთან
Aa
Aa

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა - გეიჯის გამარჯვება ჩენდლერთან

„რაღაც განსაკუთრებული, წლის ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა“ - ასე შეაფასეს ჯასტინ გეიჯისა და მაიკ ჩენდლერის ორთაბრძოლა UFC 268-ის საღამოზე.

3-რაუნდიან დრამატულ ბრძოლაში, ჯასტინ გეიჯმა გაიმარჯვა, თუმცა ჩენდლერმა ქომაგების მხრიდან პატივისცემა დაიმსახურა, რადგან მისი პერფორმანსი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

გეიჯმა თავიდან ბრძოლა თავისი საფირმო დარტყმით დაიწყო, რომელიც მეტოქეს ფეხში მიაყენა, რამაც ჩენდლერი აიძულა, რომ თავის ჩვეულ სტილზე (დგომი შეიცვალა) უარი ეთქვა. საბოლოოდ, ამ მომენტმა მსაჯების გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია და გეიჯმა ქულებით გამარჯვება შეძლო.

ბრძოლის ნაადრევად დასრულების შანსი ორივე მებრძოლს ჰქონდა. გეიჯს მეორე რაუნდში მეტოქის ნოკდაუნში გაშვება შეეძლო, როდესაც ჩენდლერი თითქმის გაითიშა. მესამე რაუნდში კი ჩენდლერმა გეიჯის დაგდება და პარტერში გადაყვანა შეძლო, მაგრამ მისი შეკავება საბოლოოდ ვერ შეძლო.

ბოლოს გეტყვით, რომ მაიკ ჩენდლერმა UFC-ში თავისი მე-3 ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 2-ში დამარცხდა, თუმცა ამჯერად ეს უბრალო მარცხზე გაცილებით მეტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები