ბუენოს აირესის ტურნირი: გორგოძე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია
Aa
Aa

ბუენოს აირესის ტურნირი: გორგოძე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია

ბუენოს აირესში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ეკო გორგოძე მსოფლიოს 64-ე ჩოგანთან, ეგვიპტელ მაიარ შერიფთან ორ სეტში 1:6, 4:6 დამარცხდა, ტურნირის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა, თუმცა ასპარეზობას წყვილთა თანრიგში აგრძელებს.

ტურნირის წყვილთა თანრიგში პირველ ნომრად ეკა გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა არიან განთესილნი. მათი მეტოქე მეოთხედფინალში გერმანელი კატარინა გერლახისა და ჩეხი დანიელა სეგელის წყვილი იყო. შეხვედრა გორგოძე-ბარას წყვილმა სამ სეტში 2:6, 6:1, 10:6 მოიგო და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გორგოძე-ბაწას წყვილი ნახევარფინალში უნგრელებს, ბონდარისა და უდვარდს შეხვდება. მატჩი 6 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ბუენოს-აირესის ტურნირის დაწყებამდე გორგოძემ და ბარამ რუმინეთში Transylvania Open-ის ტურნირი მოიგეს, რომლის საპრიზო ფონდი 235 238 აშშ დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები