თურქი დამარცხებულია - აბულაძის ოქრო მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე
Aa
Aa

თურქი დამარცხებულია - აბულაძის ოქრო მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ლერი აბულაძემ (63 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში თურქი აჰმეთ იარი დაამარცხა.

ფინალამდე ლერი აბულაძემ ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე გიორგი თიბილოვი (7:3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7:3) დაამარცხა.

ფინალში ასპარეზობის უფლება აივენგო რიკაძემაც (82 კგ.) მოიპოვა, რომელმაც ესტონელი კალჟოლას, ფინელი კეტონენისა და რუსი ოჟაევის ძლევის შემდეგ ნახევარფინალში ირანელი ნაგუსი დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე შვეიცარიელი ბეჩარტია.

ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. მათ მსგავსად ბრინჯაოსთვის ოთარ აბულაძეც იბრძვის, რომელიც ''რეპეშაჟის'' ნახევარფინალშია.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმართება.

სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი საქართველოს ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბელგრადში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

გიორგი თოხაძე (55 კგ.), ფირუზ აბულაძე (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.), გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები