განახლებული ბანძუკე კიუშუ ბაშოს წინ - ტოჩინოშინი დაქვეითდა
Aa
Aa

განახლებული ბანძუკე კიუშუ ბაშოს წინ - ტოჩინოშინი დაქვეითდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა. 14 ნოემბერს, წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ დაიწყება და სუმოტორების რეიტინგი უკვე ცნობილია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე, რომელმაც „აკი ბაშო“ 7 მოგებითა და 8 წაგებით დაასრულა, დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ტოჩინოშინმა გასული სუპერტურნირი მე-12 მაეგაშირას წოდებით ჩაატარა, წლის ბოლო ბაშოზე კი დასავლეთის მე-13 მაეგაშირა იქნება.

„კიუშუ ბაშოზე“ ერთ იოკოძუნას, ტერუნოფუჯის ვიხილავთ. ოძეკის წოდება შოდაისა და ტაკაკეიშოს აქვთ. მიტაკეუმი და მეისეი დოჰიოზე სეკივაკეს რანგში წარდგებიან, ხოლო იჩინოჯო და კირიბაიამა კომუსუბის წოდებით იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ „კიუშუ ბაშო“ 14 ნოემბერს დაიწყება და მას „ფუკუოკა კოკუსაი ცენტრი“ უმასპინძლებს, ლევან გორგაძის პირველი მეტოქის ვინაობა კი სუპერტურნირის სტარტამდე 2 დღით ადრე გახდება ცნობილი.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები