რიბერის პოსტი "ინსტაგრამზე"
მადრიდის "რეალთან" "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ფრანკ რიბერიმ მსაჯობაზე პოსტი გამოაქვეყნა.
"ერთწლიანი მუხლჩაუხრელი შრომა... გმადლობ რეფერი". - დაწერა რიბერიმ.
უნგრელი მსაჯის, ვიქტორ კაშაის გუშინდელი ქმედებები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მას დედამიწის ყველა ნაწილში აკრიტიკებენ.