გაირკვა რომელი გუნდი გავარდება საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-დან
Aa
Aa

გაირკვა რომელი გუნდი გავარდება საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-დან

საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ში 29 ტურია გასული, თუმცა სატურნირო მდგომარეობამ უკვე გამოარკვია, რომ ჩიხურა ლიგა 3-ში დაქვეითდება.

29 ტურის შემდეგ, საჩხერის გუნდის მხოლოდ 6 ქულა აქვს და დარჩენილი 7 შეხვედრა რომ მოიგოს, მე-9 ადგილზე მყოფი რუსთავი (30 ქულა) მისთვის მაინც მიუწვდომელი იქნება.

1 გამარჯვება, 3 ფრე, 25 მარცხი, 17 გატანილი და 69 გაშვებული - ასეთია მირიან მიქაძის გუნდის შედეგი.

ჩიხურაში პრობლემები ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში იყო. საჩხერის გუნდი 2020 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, სოსო ფრუიძე წავიდა, ხოლო შემდეგ ჩიხურა ასევე შეელია ფეხბურთელების უდიდეს ნაწილსაც.

სოსო ფრუიძემ ყველაზე წარმატებული წლები სწორედ ჩიხურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა (2008-20). ამ პერიოდში იმერულმა გუნდმა საქართველოს თასი (2017) და სუპერთასი (2013) მოიგო. ასევე, ევროპა ლიგაზე არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები