„ეს ჩემს დნმ-შია
Aa
Aa

„ეს ჩემს დნმ-შია" - რონალდუს ისტორიული საღამო

კრიშტიანუ რონალდუმ ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე გატანილი გოლების რაოდენობით ალი დაეის გაუთანაბრდა. რონალდუს ანგარიშზე 36 ბურთია და იგი მხოლოდ კარლოს რუისს ჩამორჩება, რომელსაც მუნდიალის შესარჩევებზე 39 გოლი შეუგდია.

კრიშტიანუმ ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა და ახლა მის ანგარიშზე 115 ბურთია. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.

„მორიგი გამარჯვება, მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ, მორიგი ფურცელი ჩვენი ნაკრების ისტორიაში! ყველაფერი მარტივდება, როცა საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშობ, რომლებიც მხარს პირველიდან ბოლო წუთამდე გიჭერენ.

პირობა დავდე, რომ ყოველთვის უფრო და უფრო მეტისკენ სწრაფვაზე ვიქნებოდი ორიენტირებული. ეს ჩემს დნმ-შია, ეს ჩვენს დნმ-შია. ბოლომდე კმაყოფილნი არასდროს ვართ, არასდროს ვნებდებით და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით. წინ, პორტუგალია!“

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ანგარიში მე-8 წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. 5 წუთში კრიშტიანუმ კიდევ ერთი პენალტი გამოიყენა, 87-ე წუთზე კი თამაშიდან შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5-0.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები