Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  01:32

"საქართველომ კოსოვო შოკში ჩააგდო" - რას წერენ კოსოვოში?

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის მატჩი კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებს შორის. „ჯვაროსნებმა“ მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვეს. სტუმართა მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა მხრიდან თავი მურიქიმ გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ, კოსოვური მედია საქართველოზე წერს

„საქართველომ კოსოვო დამარცხებით შოკში ჩააგდო. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარცხის შემდეგ, კოსოვო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ქულით ბოლო ადგილზე გადავიდა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს საქართველოსაც, თუმცა მეოთხე პოზიციაზეა.”

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა დაუგროვდა და კოსოვოს გადაასწრო. ცხრილში ახლა ბოლო ადგილზე სწორედ შალანდერის გაწვრთნილი ნაკრებია. მომავალ ტურში „ჯვაროსნები“ საკუთარ კედლებში შვედეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage